background

აქტივობები

blog image
აპრილი 2022





საჯარო შეხვედრა -"მონაწილეობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე"

2022 წლის 19 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა „მონაწილეობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე“.

შეხვედრა გახსნა, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ და პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" გუნდის ლიდერმა დავით აფრასიძემ.

საჯარო შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელი ვერიკო ხელისუფალი - „მონაწილეობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკა რეგიონულ/ადგილობრივ დონეზე“';

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი - „ახალგაზრდული საბჭოების როლი და მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე“;

World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროგრამების ოფიცერი ირაკლი გიორბელიძე - „მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული მიმართულებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ქეთევან კუხიანიძე - „უნივერსიტეტის როლი ახალგაზრდის აქტიურ მოქალაქედ ფორმირების პროცესში“.

შეხვედრას დაესწრნენ იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ასევე, ახალგაზრდები.

მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას იმერეთის რეგიონული ჰაბი მომდევნო თვეებშიც გეგმავს, სადაც განხილული იქნება საზოგადოებისთვის სხვადასხვა აქტუალური თემები/საკითხები.

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი