background

აქტივობები

blog image
მაისი 2024





საჯარო კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.იმერეთის რეგიონში

2024 წლის 11 აპრილს იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო კონსულტაცია იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

მოწვეულ სტუმართან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო ჩართულობის დირექტორთან USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამაში - თენგიზ სულთანიშვილთან ერთად შეხვედრაზე იმსჯელეს, რეგიონულ დონოზე არსებული საჭიროებებისა და ინტერესის სფეროებზე.

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი