background

აქტივობები

blog image
მაისი 2023





საჯარო კონსულტაცია არასამეწარმეო იურიდიული პირების სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხთან დაკავშირებით

იმერეთის რეგიონული ჰაბის- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო კონსულტაცია იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

კონსულტაციის მიზანი იყო, აუდიტორიის ინფორმირება არასამეწარმეო იურიდიული პირების სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხთან დაკავშირებით და დისკუსიაში მონაწილეობა.

საჯარო კონსულტაციაზე მიმოხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი მიმართულებების მიმოხილვა , შესაბამისობის უზრუნველყოფის ვადები და შესაძლო შედეგები;

ა(ა)იპ -ის მიმართ დადგენილი ახალი სტანდარტები; სარეგისტრაციო მონაცემების მიმართ დადგენილი ახალი მოთხოვნები;

ა(ა)იპ-ის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობის წესები;

სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობის წარსადგენი დოკუმენტები.

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია, რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი