background

აქტივობები

blog image
აგვისტო 2024





საჯარო კონსულტაცია - ელექტრონული ტექნოლოგიები 2024 წლის არჩევნებში

2024 წლის 31 ივლისს იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი

დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

მოწვეულ სტუმრებთან, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონულ კოორდინატორთან, ქალბატონ თეონა გოგიშვილთან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავჯდომარესთან, ქალბატონ დარინე სალდაძესთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს შემდეგ თემებზე:

- არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მოწესრიგება საქართველოს კანონმდებლობაში და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკული ასპექტები

- ელექტრონულად ხმის მიცემის წესი

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი