background

აქტივობები

blog image
სექტემბერი 2019





საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან და სხვა საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებაზე გადასვლის კონცეფციის შესახებ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი