ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, COVID19-ის შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და საკითხებს, რომელი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები