ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები