background

აქტივობები

blog image
სექტემბერი 2019





საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 


შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.


აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი