ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქოსაზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ, მოხალისეობის ახალი პორტალის, "დროისბანკის" მუშაობის სპეციფიკას.
„დროისბანკს“ საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში,თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს. დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა; დროის ბანკი დროს იყენებს, როგორც საზომს; მომსახურება, რომლისთვისაც არ გაქვს ფული, შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები