background

აქტივობები

blog image
ოქტომბერი 2018





საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ქუთაისში

ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები აგროვებენ სოციალურ კაპიტალს! 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ქუთაისის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ, მოხალისეობის ახალი პორტალის, "დროის ბანკის" მუშაობის სპეციფიკას.

„დროის ბანკს“ საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში,თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს.დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა,რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა; დროის ბანკი დროს იყენებს,როგორც საზომს; მომსახურება,რომლისთვისაც არ გაქვს ფული,შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს.

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვიტარების ინიციატივა" დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

კონსორციუმში შედიან: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“, „განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“.

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი