ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო დაესწრო, 17 იანვარს, თბილისში გამართულ მოხალისეობის ეროვნულ ფორუმს _ „შენთვის, ჩემთვის, ცვლილებებისთვის - მოხალისეობის დროა“, რომელიც გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სეუ. ფორუმი ორგანიზებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში,რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ფორუმი მიეძღვნა მოხალისეობის პოპულარიზაციას საქართველოში. ღონისძიების მიზანია: მოხალისეობის კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ეროვნულ დონეზე; მოხალისეობის განვითარების პერსპექტივების მიმოხილვა პოლიტიკისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების ჭრილში; ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებში მოხალისეობის წარმატებული მაგალითების გაზიარება და რეგიონთაშორისი კავშირების დამყარება.
მოხალისეობის ფორუმის ფარგლებში, სპიკერებმა მოხალისეობის საკითხები სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოადგინეს. ერთ-ერთი სპიკერი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა გახლდათ, რომელმაც ისაუბრა სამოქალაქო საზოგაოდოების ორგანიზაციების საარსებო გარემოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან(CSRDG)და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
კომენტარები