გთავაზობთ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA) მიერ, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში მომზადებულ ფილმს- „მე მოხალისე“. ფილმის მიზანია მოხალისეობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფილმი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო" და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით (KAS). კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
კომენტარები