ქუთაისში მასშტაბური მოხალისეობრივი ფორუმი გაიმართა. აღნიშნული ფორუმი ერთმანეთთან აკავშირებს მოხალისეების მაძიებელ ორგანიზაციებსა და მოხალისეობის მსურველ პირებს.
მოხალისეობრივ ფორუმს 22 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ფორუმში მონაწილეობა 40 ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას,მოქალაქეების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას და სხვა აქტორებთან კავშირების განმტკიცებას.
45 თვის განმავლობაში “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა”ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში,მთელი საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება.
მოხალისეობის ფორუმი ორგანიზება "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ"
, "განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი"-ს მხარდაჭერითა და ,,სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’(2017-2020) ფარგლებში უზრუნველყო.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
კომენტარები