ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, კონსულტაციები გასცა სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირებს:
გაეცნოთ CSI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს;
კონსულტაცია გაეწიათ ორგანიზაციის მართვის საკითხებზე მათი გაძლიერების მიზნით;
ინფორმაცია მიეწოდათ იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ;
კონსულტაციების გაცემა გაგრძელდება იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრები ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები