background

აქტივობები

blog image
ოქტომბერი 2021





კონსულტაციების გაცემა CSO-ებისა და CBO-ებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, კონსულტაციები გასცა სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირებს:

გაეცნოთ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წინაშე COVID 19-ის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და საჭიროებებს;

კონსულტაცია გაეწიათ ორგანიზაციის მართვის საკითხებზე მათი გაძლიერების მიზნით;

ინფორმაცია მიეწოდათ იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ.

კონსულტაციების გაცემა გაგრძელდება იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრები ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი