background

აქტივობები

blog image
მარტი 2022





კონსულტაციები CSO-ებისთვის ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, კონსულტაციები გასცა ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირებს:

გაეცნოთ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წინაშე COVID 19-ის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და საჭიროებებს;

კონსულტაცია გაეწიათ ორგანიზაციის მართვის საკითხებზე მათი გაძლიერების მიზნით;

ინფორმაცია მიეწოდათ იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ.

კონსულტაციების გაცემა გაგრძელდება იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრები ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი