პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA) კი წარმოადგენსჰაბს იმერეთის რეგიონში, რომლის ამოცანაა სამოქალაქოსაზოგადოების უკეთ მობილიზება და გაძლიერება. სამოქალაქო საზოგადოების წევრების გავლენის გაზრდა ადგილობრივ დონეზე, ახალი კონტაქტების დამყარება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლების კვალიფიკაციის და შესაძლებლობების ზრდა; შედეგების გაუმჯობესება ერთობლივი საქმიანობის განხორციელების გზით; სამოქალაქო საზოგადოების რესურსების და შესაძლებლობების ზრდა; სხვადასხვა აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა და ორგანიზება. „ჰაბ“-ის წევრი ორგანიზაციებისთვის პროექტების წერის, ფინანსური მენეჯმენტის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დარგში ექსპერტული დახმარება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისა და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირებისათვის საერთო სივრცის შექმნას.
აღნიშნული თავისმხრივ გულისხმობს:
კონსულტაციების გაცემა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების/სათემო ორგანიზაციებისთვის. საკონსულტაციო შეხვედრები ტარდება ყოველთვიურად იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციების გაწევის მიზნით. სულ ჩატარებულია: 26 შეხვედრა.
ცხელი ხაზის სერვისის მეშვეობით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმერეთისმხარიდან საშუალებაეძლევა დისტანციურად მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხზე/არამარტო.სულ გაცემულია: 178 კონსულტაცია.
ტრენინგიეფექტური მონიტორინგის განხორციელების მექანიზმების შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშვალდებულების გაზრდის, ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის დასაზოგადოებრივი განწყობების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემოორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდებას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალებულებისა დაგამჭვირვალობის მნიშვნელობის შესახებ. სულ ჩატარებულია: 8 ტრენინგი.
შეხვედრა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. იმართება შეხვედრებიახალგაზრდებთან იმერეთის მხარეშიმოქმედ უნივერსიტეტებსა და სკოლებში - თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების როლი და მნიშვნელობა“. გარდა აღნიშნულისა ახალგაზრდებისთვის იმართება შეხვედრები მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. სულ ჩატარებულია: 26 შეხვედრა.
ეფექტური კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, ხორციელდება იმერეთის მხარის მასშტაბით არსებული სამოქალაქო საზოგადოების და სათემო ორგანიზაციების ბაზების მომზადება და პერიოდული განახლება. ამჟამად ბაზაში დარეგისტრირებულია 144 სამოქალაქო საზოგადოებრივი; 15 სათემო და 18 მედია ორგანიზაცია.
მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც ასახულია იმერეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია. რაც უზრუნველყოფს, იმერეთის მხარის მუნციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამანდატო სფეროებისა და საკონტაქრტო ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელპირებთან და სხვა საჯარო მოხელეებთან, შეხვედრებზე რეგიონული ჰაბი აქცენტს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანზიაციების სახელმწიფო დაფინანასებაზე გადასვლის კონცეფციაზე. სულ ჩატარებულია: 8 შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 90 ადამიანი.
ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, ორგანიზაციის ვებგვერდის ბაზაზე შეიქმნა რეგიონული ჰაბ-ის განყოფილება და პერიოდულად ხორციელდება მისი განახლება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. აღნიშნულმა აქტივობამ, გააერთიანა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები. www.ldageorgia.ge
რეგიონული ჰაბი, რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციებისთვის ქმნის შესაძლებლობებს პოტენციური დაფინანსების მოზიდვისა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციის. ამ მიმართულებით, ორგანიზაციამ უზრუნფელყო ორი რეგიონუოლი ფორუმის ჩატარება. ფორუმში მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები. სულ: 411 ადამიანი.
რეგიონული ჰაბი, პარტნიორ ორგანიზაციების მხარდაჭერით მართავს საჯარო განხილვებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე დაინტერესებულ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან , ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან . უკვე განხორცილდა ორი საჯარო დისკუსია - თემაზე- ,,დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები”. სულ შეხვედრებს დაესწრო 140 ადამიანი.
კომენტარები