background

აქტივობები

blog image
თებერვალი 2023





ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) აქტიურად მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საბჭოსთან. ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, LDA Georgia-ს მხარდაჭერით ახალგაზრდულმა საბჭომ შეიმუშავა ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა''.

საბიუჯეტო პროგრამა, რომლის წარდგენა და განხილვა მოხდა მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან, წარმატებით იქნა ასახული ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას, რათა მათ მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აღნიშნული პროგრამის შემუშავება შესაძლებელი გახდა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა'' ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი