background

აქტივობები

blog image
იანვარი 2022





ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების შესახებ მემორანდუმის გაფორმება

„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-ს, „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“-ს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის მიზანი გახლავთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება და დანერგვა.

შეხვედრას დაესწრნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის წარმომადგენლები და ახალგაზრდული საბჭოს წევრები. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიმართულებით მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეების მიერ დაგეგმილი აქტივობები. ასევე, ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ წარმოადგინა საბჭოს საქმიანობის სამომავლო ხედვები და მიღწერული შედეგები.

პრეზენტაციის შემდეგ ჰაბის ინიცირებით გაიმართა დისკუსია, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მემორანდუმზე ხელმომწერ მხარეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება შექმნას მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიმართულებით არსებული საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს(LDA Georgia) მიერ, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშრისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი