background

აქტივობები

blog image
თებერვალი 2022





ბაღდათის ახალგაზრდულ საბჭოსთან შეხვედრა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” გაცნობითი შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა გაგვიზიარეს თავიანთი მოლოდინები საბჭოს საქმიანობის მიმართ. გავაცანით ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ხედვა საბჭოს შემდგომი საქმიანობისა და მასში ჩვენი ჩართულობის შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის” წარმომადგენელმა, რომელმაც ახალგაზრდებს წარუდგინა ორგანიზაციის ხედვა საბჭოს ირგვლივ, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ჩართულობაზე ახალგაზრდობის სააგენტოს ონლაინ კურსში „ახალგაზრდობის პოლიტიკა“.

ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი