background

აქტივობები

blog image
ნოემბერი 2021





ახალგაზრდული კლუბის სემინარი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, რიგით მეორე ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები დაასრულა.

კლუბის ფარგლებში სემინარებს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ანა შალიკიანი. სემინარები შეეხო სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასა და როლს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებს. შეხვედრები დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით, ბოლო შეხვედრაზე კი მცირე ჯგუფური სამუშაო მოეწყო, რომელსაც შედეგად ჯანსაღი დისკუსია მოჰყვა.

აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა გახდნენ მორიგი ახალგაზრდული კლუბის წევრები და შეიტყონ მეტი სამოქალაქო საზოგადოების შესახებ.

ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი