იმერეთის რეგიონული ჰაბის- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები, მათ შორის რომელ სუბიექტებზე ვრცელდება კანონის მოქმედება; რას მოიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია; რას გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს მიერ მონიტორინგის განხორციელება; პასუხისმგებლობის რა ზომები არის დადგენილი კანონით და სხვა. აგრეთვე, ვისაუბრებთ ამ კანონის ამოქმედების პირობებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის გაგრძელების არსებულ შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები